01:37 - 14 Aug, 2026
|
2016-07-11 15:10:47, 1567 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მოზარდმა 3 სამართალდამცველი მოკლა, კიდევ 3 დაჭრა
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შანლიუფრაში მოზარდმა სამი სამართალადამცველი მოკლა, კიდევ სამი კი დაჭრა, - ამის შესახებ Hurryet იუწყება. მედის საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. სამართალდამცველებმა იქ მყოფ პირებს დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს, რა დროს 17 წლის ბიჭმა ცეცხლი გახსნა. როგორც Hurryet-ი წერს, ამის შემდეგ ბიჭი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და ცეცხლი სამართალდამცველების სხვა ჯგუფს გაუხსნა. საბოლოოდ ის პოლიციამ მოკლა. შანლიურფას გუბერნატორის განცხადებით, მოზარდს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)