2016-07-07 22:22:37, 665 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: მსოფლიო დღეს საშიშია, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში
"მსოფლიო დღეს უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში" - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით "თავდაცვიუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში“.
„ახლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი დრო დადგა. მსოფლიო დღეს უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, ალიანსი კი საფრთხეებზე და გამოწვევებზე სწრაფად რეაგირებს. თავდაცვიუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან