14:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:56:12, 649 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი უახლოეს პერიოდში ეყრება.

„დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭის ყრა. კომიტეტმა წერილობითი მოსაზრება 13 ივნისს წარადგინა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტის მიღებას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებასა და განახლებული რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უახლოეს მომავალში ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics