09:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:25:56, 642 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მთავარი საკითხად ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემა განიხილეს. 

გართიანებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების მისაღწევად აუცილებელია უკვე არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში ,ზოგიერთ დარგებში, ლიცენზირების ახალი პირობების მიღებაც.

სხდომაზე  ექიმთა სერთიფიცირების პროცესის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. რაც ერთ - ერთი წინაპირობა იქნება  სამედიცინო დახმარების ხარისხის ასამაღლებლად.  ამ პროცესში  კი მთავარი როლი სწორედ დარგობრივმა პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა შეასრულოს  . სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტსაც მოუსმინეს, რომელმაც გართიანების წევრებს, მათი წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ექიმებთან მუშაობისა ეთიკის პრინციპები გააცნო. გაერთიანების წევრთა აზრით აუცილებელია, რომ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics