00:39 - 14 Aug, 2026
|
2016-07-06 12:49:16, 1461 ნახვა
მსოფლიო
ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა
იემენის ქალაქ ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, ტერორისტებმა ერთი ავტომანქანა სამხედრო ბაზის შესასვლელტან ააფეთქეს, ხოლო მეორე უშუალოდ სამხედროების ტერიტორიეზე. წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი იემენში 2014 წლიდან გრძელდება. ერთმანეთს მეამბოხეთა ორი ჯგუფი ებრძვის. ნაწილი მხარს ქვეყნის ექს-პრეზიდენტს უჭერს, მეორე კი მოქმედ პრეზიდენტს აბდ რაბუ მანსურუ ჰადის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)