|
2016-07-04 09:43:35, 1457 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელწმიფო" დღეს ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება
"ისლამური სახელწმიფო" 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება, - ამის შესახებ Independent იუწყება. როგორც ბრიტანული მედია წერს, ტერორისტები ლონდონის "ჰიტროუს", ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, დაჯგუფებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მუქარასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა. რისკების შემცირების მიზნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მან. მინისტრმა ასევე არნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები აშშ-ის დამოუკიდებლობის დრესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხშირად ემთხვევა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)