|
2016-07-02 15:51:15, 1380 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმენი: სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყო, - ამის შესახებ CNN აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეზე, კონგრესმენ მაიკლ მაკკოლზე დაყრდნობით იუწყება. კონგრესმენი ვარაუდობს, რომ ჩატაევი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველი მტერია. „სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და „ისლამური სახელმწიფოს“ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა მაკოლმა. როგორც მაკკოლმა აღნიშნა, ჩატაევის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა“, - განაცხადა მაკოლმა. მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წელს აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტების სიაში შიეყვანა. უწყების ცნობით, ის თავდასხმებს ამერიკულ და თურქულ ობიექტებზე გეგმავდა. გარდა ამისა, გაერო-ს ცნობით, ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. მაკკოლის თქმით, ინფორმაცია აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირზე აშშ-ს თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქულ მხარეს ჩატაევის ტერაქტთან კავშირი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)