00:39 - 14 Aug, 2026
|
2016-07-02 00:16:19, 1412 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშის დედაქალაქში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში შეიარაღებულმა პირებმა კაფეში მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კაფეზე თავდასხმის დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხუთი კი დაშავდა. შეიარაღებულ პირებს მძევლად 20-და 60-მდე ადამიანი ჰყავთ აყვანილი. მათ შორის, სავარაუდოდ არიან უცხოელები. ინციდენტი დაკას პრესტიჟულ რაიონ გულშანში, დიპლომატიური წარმომადგენლობების მახლობლად მდებარე კაფეში მოხდა. როგორც "ბი-ბი-სი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმისას ისმოდა შეძახილები არაბულ ენაზე “ალაჰუ აკბარ”.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)