|
2016-06-30 13:33:27, 1409 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, ავტოკოლონით პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები მგზავრობდნენ. მათივე ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა. BBC ინფორმაციით, ინციდენტის დროს სულ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აქედან ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც Reuters-ის იტყობინება, ტერაქტი "თალიბანის" მიერ იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქაბულში ავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა. ცნობისთვის, ავტობუსით კერძო დაცვის სამსახურის ნეპალელი თანამშრომლები მგზავრობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)