|
2016-06-30 13:06:35, 1307 ნახვა
მსოფლიო
თურქეთ-სირიის საზღვარზე“ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს
თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს, - ამის შესახებ თურქული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრნდობით იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ერთ-ერთი მოკლული - მუჰამედ არაბი ანკარასა და ადანაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა და ის ძებნაში იყო გამოცხადებული. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, მუჰამედ არაბი პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იყო. როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მუჰამედ არაბი და კიდევ ერთი მამაკაცი თურქეთის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. მათ მესაზღვრეების გაფრთხილება უგულვებელყვეს, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამასთან, სააგენტოს ცნობით, მოგვიანებით მეორე მოკლულის ვინაობაც გაირკვა. ის სირიელი მუჰანად ჰალადი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)