23:45 - 13 Aug, 2026
|
2016-06-28 16:51:49, 1378 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში წევრობის პრივილეგიებს ვერ შეინარჩუნებს
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში წევრობის პრივილეგიებს ვალდებულებების აღების გარეშე ვერ შეინარჩუნებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალ წვდომას ვერ მიიღებს, თუ ევროკავშირის მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლებას შეუზღუდავს. მერკელის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშია ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების შენარჩინება. კანცლერი საკუთარ გამოსვლაში ასევე ევროკავშირის მომავალს შეეხო. მერკელი თვლის, რომ ევროკავშირი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ „ბრექსიტი“ გადაიტანოს და საკუთარი ინტერესები დაიცვას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)