|
2016-06-27 16:02:01, 580 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: დაპირებები შესრულებულია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს ვარშავის სამიტის წინ ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა და ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე - ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია - საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია; JTEC - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია; NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული; ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი - მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის; საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია; ქართველი ჯარისკაცები პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში; DIB - ნატო-საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია; მეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად - ჩატარებულია უპრეცედენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით; ქართულ ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში; ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან; ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი; განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა - 2016 წელს 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს; ჰაუტვახტები გაუქმებულია; სპეცუბნები გაუქმებულია; თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია - კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან; სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში; აქ გმირები მსახურობენ - აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან - ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია; შემუშავებულია ახალი, 7 მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის; შემუშავებულია „არმიქარდი“ - ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის; სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება - ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში. თავდაცვის მინისტრის ანგარიში მედიასთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. თინა ხიდაშელმა თითოეული შესრულებული დაპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა, ანგარიშის შემდეგ კი, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)