22:47 - 13 Aug, 2026
|
2016-06-24 15:12:26, 1376 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ესპანეთი გიბრალტარზე სუვერენიტეტის დაბრუნებას შეეცდება
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ესპანეთი გიბრალტარზე სუვერენიტეტის დაბრუნებას შეეცდება, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია მარგარიომ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება ნახევარკუნძულის მომავალს შეცვლის, რომელიც 1713 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიას მიეკუთვნება. „გიბრალტარის ტერიტორიაზე ესპანური სუვერენიტეტის აღდგენა მას ერთიანი ევროპული ბაზრისადმი წვდომას შეუნარჩუნებს“, - განაცხადა მარგარიომ. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)