|
2016-06-22 15:39:39, 970 ნახვა
სამართალი
ქართული მხარე უკრაინისგან დავით გერლიანთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართული მხარე უკრაინისგან ელოდება განმარტებას, იყო თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა. ამასთან, მღებრიშვილის თქმით, ჩნდება კითხვა- რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ "მედიაში და ასევე, უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პირის, როგორც ე.წ.კანონიერი ქურდის, უკრაინიდან საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა. გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა. ჩვენ ველით კოლეგებისგან პასუხს. მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი უკვე დაკავებულია და მას 48 საათის განმავლობაში ბრალი წარედგინება. საქმეზე გრძელდება გამოძიება",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)