|
2016-06-21 17:06:10, 977 ნახვა
სამართალი
ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს
„ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. „როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება? ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მერაბიშვილი როცა იყო გარეთ, მაშინ იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. ვანოს გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)