23:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 16:55:31, 555 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით არგენტინაში გაემგზავრა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 22 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა არგენტინის იუსტიციის მინისტრ ხერმან გარავანოსთან.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი არგენტინელ კოლეგას ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. შეხვედრაზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, სასამართლო რეფორმის სამივე ტალღაზე, პროკურატურის რეფორმაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს წარმატებაზე, ბავშვთა უფლებების დასაცავად გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ასევე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციისას ბარიერების მოხსნაზე.

გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვდება  ექსპერტებს, ანტიკორუფციული სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. დაგეგმილია მინისტრის სტუმრობა არგენტინის გენერალურ არქივში და შეხვედრა არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარასთან. ანდრეს იბარას თეა წულუკიანი ინფორმაციას მიაწვდის იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ამ კონტექსტში მასპინძლები გაეცნობიან სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობას.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი არგენტინაში 25 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics