22:48 - 13 Aug, 2026
|
2016-06-18 16:16:00, 1457 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს
ბელგიაში სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ ბრალად ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზება ედებათ. სპეცოპერაცია ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში, დედაქალაქ ბრიუსელის ირგვლივ განხორციელდა. სამართალდამცველებმა 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს. რეიდების დროს 40-მდე ეჭვმიტანილიც დაიკითხა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიასა და საფრანგეთში ტერაქტების ახალი სერია იგეგმებოდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ბელგიაში ჩატარებული სპეცოპერაციები აღნიშნულ საფრთხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)