08:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 18:43:39, 1012 ნახვა

სამართალი
"სარფის" მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-ს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.

 "მგზავრი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4290,82 ლარი.

ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics