|
2016-06-17 17:53:23, 1400 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: "აშშ - დიდებული "დერჟავაა"
რუსეთის პრეზიდენტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რამდენჯერმე შეეხო აშშ-ის თემას. ვლადიმერ პუტინმა ამერიკაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, რუსეთი და აშშ ნებისმიერ შემთხვევაში ითანამშრომლებენ. პუტინმა აშშ-ის არჩევნების წესი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანის საარჩევნო კომისიამ ორჯერ აირჩია პრეზიდენტი, რომლის უკანაც რეალურად უმცირესობა იდგა და არა, უმრავლესობა. "პროკურორები საარჩევნო უბნებიდან ყრიან ამომრჩევლებს, აშინებენ და ციხით ემუქრებიან. მაგრამ, ეს მათი პრობლემაა, როგორც ჩანს, ასე მოსწონს ამერიკელ ხალხს. აშშ - დიდებული "დერჟავა", "სუპერდერჟავაა" და ჩვენ მასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ", - განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს სჭირდება ისეთი სახლმწიფოს არსებობა, როგორიც აშშ-ია, მაგრამ მას, არასოდეს მისცემს უფლებას, ჩაერიოს მის შიდა საქმეებში და გადაუწყვიტოს რუს ხალხს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)