|
2016-06-16 16:53:08, 1427 ნახვა
მსოფლიო
ტუსკის განცხადებით, ნატო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაახანგრძლივებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაახანგრძლივებს, - ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა ჰელსინკიში ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტუსკის თქმით, სანქციების გახანგრძლივება მინსკის შეთანხმებებთანაა დაკავშირებული. “ვფიქრობ, ამჟამად ვითარება აშკარაა და ევროკავშირის პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მინსკის შეთანხმებებს უნდა დავუკავშიროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სანქციებს გავახანგრძლივებთ. ვფიქრობ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე, ანუ უფრო დაბალ დონეზე იყოს მიღებული”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დააწესეს. საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა სასურსათო ემბარგო შემოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)