|
2016-06-15 12:55:06, 1466 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის შს მინისტრი: გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის განცხადებით, გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა, - ამის შესახებ Rheinische Post წერს. გამოცემის ინფორმაციით, მინისტრი მოსახლეობას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. “ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ ერთეულ ტერაქტებისთვის, არამედ თავდასხმების ისეთი სერიებისთვის, როგორიც განხორციელდა პარიზში, ასევე საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ტერაქტებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დე მეზიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ოჯახის წევრების, მეზობლებისა ან მეგობრების რადიკალიზაციას ეხება. “ეს უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ხელისუფლებისთვის მიწოდებული ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია ტერაქტების აღსაკვეთად”, - აღნიშნა მინისტრმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)