|
2016-06-13 11:06:33, 543 ნახვა
საზოგადოება
დღეს თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება
წყალდიდობის წლისთავზე, 13 ივნისს, თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება. ზოოპარკში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი საქველმოქმედო ღონისძიებებია გაიმართება: სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 12:00 – 18:00 საქველმოქმედო აქცია „GAUფრთხილდი“ – 13 ივნისი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ზოოპარკში საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი’’ გაიმართება. სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები გაიყიდება. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები. 12:00 – 20:00 საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“ საბავშვო კუთხეში პატარები დახატავენ, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს და ცარცით მოხატავენ მოედანს. პარალელურად მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა. 13:00 ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული ფოტოგამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“ ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)