|
2016-06-11 15:28:17, 1355 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის სპორტის მინისტრი: რუსეთ-ინგლისის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სარისკოა
საფრანგეთის სპორტის მინისტრის პატრიკ კანერის განცხადებით, რუსეთ-ინგლისის საფეხბურთო მატჩი, რომელიც დღეს საფრანგეთის ქალაქ მარსელშია დაგეგმილი, Euro 2016-ის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო მატჩია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მინისტრის განმარტებით, რუსეთ-ინგლისის მატჩზე გულშემატკივართა შორის შეტაკების დიდი საფრთხე არსებობს. მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოების ყველა შესაბამი ზომა დაცული იქნება. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის სამართალდამცველები ქალაქში მარსელში სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა ინგლისის და რუსეთის გულშემატკივრები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციაში ფიქსირდებიან, ერთმანეთს სიტყვიერ და ხანდახან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. შეგახსენებთ, რომ ეურო-2016 საფრანგეთსი 10 ივნისს დაიწყო. პირველი მატჩი საფრანგეთსა და რუმინეთს შორის ჩატარდა და საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. ცნობისთვის, ადგილობრივ სამართალდამცველებს ყველაზე მეტ პრობლემას ამ დროისთვის, დიდი ბრიტანეთის გულშემატკივრები უქმნიან. ქალაქ მარსელში, ბრიტანეთის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენე და რამდენიმე პირი დააკავა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)