17:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 12:47:59, 643 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში დახმარებას სთავაზობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ელგასიმ ვეინს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს სამხედრო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი მასუდიც დაესწრო.

მხარეებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილეს. საქართველომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა. ქართული მხარის ინიციატივას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ მოწვეული სამშვიდობო ოპერაციების სამიტი.

„ვცდილობთ დავაზუსტოთ გაეროს საჭიროებები და ზუსტად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები. საქართველო მზად არის, დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მზად არიან, საკუთარი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, გაუზიარონ აღნიშნულ ორგანიზაციას. ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო შესთავაზებდა. სწორედ, ამ პოზიციიდან და ამ რანგში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - განცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics