16:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 20:38:46, 658 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი მიზანია, კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს

წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერი კახა კალაძე წარადგინა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ ძალებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ქვეყნის მომავალი განვითარება არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

„მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს. ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც სახელისუფლებო ძალას, გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც. თავის მხრივ, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც რა  თქმა უნდა აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, ვინაიდან მომავალ არჩევნებზე, მისი დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. კალაძე პრემიერმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics