16:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:12:39, 902 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მოშიმშილე უვადო პატიმრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-8 და მე-6 დაწესებულებებში 36 უვადო მსჯავრდებული შიმშილობს. თუმცა, 36-ვე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ისინი არ ადასტურებენ, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადებებს, თითქოს მოშიმშილე პატიმრებს ყურადღებას არავინ აქცევს.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან უვადო პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ.

მათი  თქმით, უკვე 20-დღეა, რაც  მე-8 და მე-6  დაწესებულებებში  უვადო პატიმრები შიმშილობენ, რომელთა პროტესტსაც თავადაც ჯერ ამ აქციით უერთდებიან,  შემდგომ კი, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით,   როდესაც 2012 წელს  საყოველთაო ამნისტია გამოვიდა, ყველა მსჯავრდებულს  სასჯელი სულ მცირე  ¼-ით მაინც შეუმცირდა, მათ შორის იგივე სახის  დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც, რა სახის  დანაშაულებიც  ინკრიმინირებულ უვადო პატიმრებს აქვთ.

 მათი განმარტებით,  უვადო პატიმრებს  80 განჩინებაში სასამართლომ დაუწერა: “ ამნისტიის კანონის თანახმად, ¼-ით შეგიმცირდათ უვადო სასჯელი, მაგრამ გრჩებათ კვლავ უვადო ამნისტიის კანონის უზენაესობით“.

უვადო პატიმრების ახლობლების განცხადებით, ეს  საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics