11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 17:39:12, 524 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით,  დელეგაციას კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის (CMPD) დირექტორი გაბორ იკლოდი ხელმძღვანელობდა.

შეხვედარზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განუხრელად აჩვენებს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და შესაბამისად საერთასორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე.  ევროკავშირის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს გადამწყვეტი როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics