11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 13:35:45, 764 ნახვა

პოლიტიკა
ყველაზე მეტი თანხა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს, მეორე და მესამე ადგილებს „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ნაცმოძრაობა“ ინაწილებენ

სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პარტიების შემოწირულობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ინფორმაცია მაისის თვეს მოიცავს.

შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, პარტიას ერთი თვის განმავლობაში 1 370 745,00 შესწირეს, მეორე ადგილს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერობს 266 407,72 ლარით, ხოლო მესამე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ 54 049,32 ლარით იკავებს.

პარტიების შემოწირულობების მონაცემები, რომელიც 2016 წლის 1 მაისიდან 31 მაისის მონაცემებს მოიცავს ასე გამოიყურება:

„მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"          1 370 745,00

"პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" 266 407,72 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 113 064,50  პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის  81 295,53

მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 54 049,32

მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები"            28 000,00

ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" 26 732,00

მ.პ.გ.  "ჩვენი სამშობლო" 11 000,00

მ.პ.გ.  "საქართველოს მშვიდობისათვის" 2 360,00

პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" 2 065,00

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1 060,00

პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" 1 000,00

საქართველოს კონსერვატიული პარტია 120,00“, - ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში.

ჯამში პარტიებმა 1 957 899,07 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics