|
2016-06-06 12:54:51, 545 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს. თუმცა, წულუკიანის თქმით, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში დადებითი იქნება. ამასთან, წულუკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთდა და ახლა ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება: "ქართველმა ხალხმა იცის, რომ მისმა მთავრობამ მასთან ერთად უამრავი რეფორმა განახორციელა, მათ შორის უმძიმესი რეფორმები, იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა, რაც გვეკუთნის იმიტომ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიულად წევრი, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრი არაფერი შეგვიძლია ამ ეტაპზე, უკვე რაც შეგვეძლო ყველაფერი გაკეთდა. ახლა უკვე ევროკავშირის დიდმა სახელწმიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილნი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ან ქართველმა ხალხმა, ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს ჩვენთან მიმართებაში, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება",-განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულ თემაზე ევროკავშირის ელჩები მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ.
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)