11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 10:15:00, 606 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.   

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ - დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.

მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა,  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics