11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:32:12, 571 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონ გუნდ „სოხუმს“ შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის“ გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას  საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ზოგიერთი წევრი აგრეთვე მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics