|
2016-06-03 14:55:11, 753 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის
განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის, - მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს მინისტრობის პერიოდში შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაიდგა უამრავი რეფორმატორული ნაბიჯი, მათ შორის განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რომელთა შედეგები დღეს სახეზეა. პრემიერის განცხადებით, თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მისი ახალი მანდატის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გამოცდილი ადამიანი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხედვები, განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. „იგი არის კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი უკვე ESM-ის ბიზნესსკოლა, რომელიც დღეს „თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციის სფეროსა და, რაც მთავარია, განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების სფერო და ა.შ. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მასთან მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა და საჭიროდ ჩავთვალე, მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკვე განათლებული ხედვები, ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში დევს მომავალი განვითარების გასაღები და ის არის სტრატეგიული სფერო, რომლის წარმატებულ განხორციელებაზე, სხვა რეფორმებთან ერთად, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი განვითარება და დინამიკა, რომელიც შეიქმნება. „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ერთიან გუნდად განვაგრძობთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა თამარ სანიკიძეს, რომელიც საქმიანობას ამ მიმართულებით, თუმცა სხვა მანდატით განაგრძობს; ასევე, - ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც, პრემიერის შეფასებით, სამთავრობო გუნდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენაძენია.
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)