2016-06-02 18:16:34, 652 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან „2 ივნისის მოძრაობა“ ლოზუნგით „არ დაიჭირო“ აქციას მართავს
აქციის ორგანიზატორები ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირეოდენობით შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ასევე ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირებების სამარცხვინო მოქალაქეთა ღირსების შემლახავი პრაქტიკის შეწყვეტას ითხოვენ.
ასევე, აქციის მიზანია სამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის კანაფის და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება.
აქციას უერთდებიან საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი მომღერლები. ერეკლე დეისაძე, რობიკო კუხიანიძე, ქეთათო, RAS GREEN და სხვები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს.
ცნობისთვის, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ეს რიგით ყოველწლიური მეოთხე აქციაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან