10:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 13:31:25, 701 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბაზაზე ულტრათანამედროვე მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა

 „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  მიმღები და გადაუდებელი დახმარების  დეპარტამენტი გაიხსნა.

ახალი განყოფილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტი სრულად განახლდა, გაიზარდა  და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. გადაუდებელი დახმარების ახალ განყოფილებას  ერთდროულად 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების  მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი  24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics