10:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:58:12, 577 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი საქართველოში საშა გრაუმანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

ლტოლვილთა და განსახელბის სამინისტროს ინფორმაციით,  იძულებით გადაადგილებული ოცი წარჩინებული მოსწავლე და პირველი გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები,   საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. 

უწყების ცნობით, ახალგაზრდებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ძირითად პრინციპები გააცნო და მათ სახელმწიფოსა და ბავშვთა ურთიერთობებზე ესაუბრა.

იმიტირებულ საკომიტეტო სხდომაზე მოზარდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პარლამენტის წევრებისგან მოისმინეს.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, მსგავსი ფორმატის ღონისძიება, მესამე წელია იმართება და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და მათთვის პარლამენტში საექსკურსიო ტური მოეწყო.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics