|
2016-05-31 12:31:25, 1103 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, სხდომა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დაატოვებინეს. გვარამიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რა არგუმენტით მიიღო მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება: "პრაქტიკულად მძინავს დარბაზში იმიტომ, რომ გუშინ შუაღამემდე ეთერში ვიყავი, ძალიან გვიან მივედი სახლში და დღეს დილით ისევ პროცესი დაიწყო. ძალიანაც რომ მინდოდეს აქტიურობა ისე, როგორც შემიძლია და ვაკეთებ ხოლმე, ახლა ფიზიკურად არ შემიძლია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, მომმართა ქალბატონმა ნათია გუჯაბიძემ, შემომთავაზა რაღაც უცნაური თამაში მანტიის გახდაზე და გადავწყვიტე, პასუხი გამეცა. როგორც კი პასუხის გაცემა დავაპირე, თავმჯდომარემ გამომაძევა. მითხრა, რომ ნუ გასცემ პასუხს. ვუთხარი, მოსამართლე მომმართავს და როგორ შემიძლია რომ პასუხი არ გავცე. იმის გამო, რომ ისევ გავაგრძელე მასთან საუბარი, გამომაძევა",-აღნიშნა ნიკა გვარამიამ. "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)