07:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 23:59:40, 643 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოში შეხვედერბს მართავს

ნიდერლანდების სამეფო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ  შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით  საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს-საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევროპული თანამშრომლობის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დე ხროოტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას დაადასტურა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებბა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, მათ შორის ევროკავშირის მშვიდობის მხარდამჭერ მისიებში შეტანილი წვლილისათვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს. ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარიდან, ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას. 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრე ჰასპელსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან. შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს. სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა იმედი აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics