|
2016-05-25 20:06:07, 1016 ნახვა
სამართალი
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს. პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, რამდენიმე კონსულტაცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით დაინტერესდა - რამდენად შეესაბამება კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ კანონის მიღებამდე კონსულტაციები პარლამენტის მხრიდან გამართულიყო. გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ინიციატივის გამოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები და ინსტიტუტები გულისყურით მოეკიდებიან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)