|
2016-05-25 09:33:01, 917 ნახვა
სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა
კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში გამომძიებლებს ჩვენება მისცა. სპროტსმენებმა უწყება გვიან ღამით დატოვე. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პარალელურად, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. როგორც ჟურნალისტებს სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განუცხადა, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. გამოკითხვაზე შესვლამდე ინციდენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი კორცხელში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პროვოკაციას მოჰყვა. მათივე განცხადებით, ისინი შსს-ში საკუთარი ნებით მივიდნენ და მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ. ცნობისთვის, შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გუშინ მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ უნდა მოდიოდეს ეს. ჩემთვის გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტესნიური გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზა. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა ფაქტის სამართებრივი შეფასება დროულად მოხდეს. უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, მივამართავ სასამართლოს, გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად. რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)