|
2016-05-23 10:08:39, 795 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების", 2-ში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, მოცემული დროისთვის დათვლილია ყველა - 45 საარჩევნო უბნის შედეგი. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ. წინასწარი შედეგების მიხედვით, გლდანში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 80.69% მიიღო; ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა ნინო ჯურხაძემ 13.84% დააგროვა, ”სახალხო ხელისუფლების” კანდიდატმა ზურაბ კვანტალიანმა კი-5.48%. გარდაბანში #21.08 მაჟორიტარული ოლქიში ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა დავით ხვისტანმა ხმების 0.51% მიიღო, ”სახალხო ხელისუფლების" კანდიდატმა ტოფიკ ახმედოვიმ - 20.32%; ”ქართული ოცნები" კანდიდატმა ფახრადინ შარიფოვი-67.89%; დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯემალ მურადხანოვმა კი - 11.27%; რაც შეეხება #21.18 მაჟორიტარულ ოლქს , ”თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა ჯამილა გასანოვამ ხმების 1.5% მიიღო, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ვუგარ მამედოვმა- 98.5%; კასპში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა ხმების 26.98% მიიღო. ”სახალხო ხელისუფლებიდან" სოლომონ ტატანაშვილმა ხმების 7.54% მიიღო, ”ქართული ოცნებიდან" ალექსანდრე მერებაშვილმა- 65.48%; წყალტუბოში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბუხუტი ფირცხალავამ-30.89% მიიღო, ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ივანე როყვა -4.8%; ”ქართული ოცნების” კანდიდატმა მურადი ზაქარიაძე - 64.31%; ოზურგეთში, #60.05 მაჟორიტარულ ოლქში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ ქათამაძემ ხმების 59.6% მიიღო, ” ქართული ოცნების" კანდიდატმა ნონა ტუნაძემ კი - 40.4%; ოზურგეთში, #60.01.04 მაჟორიტარულ ოლქში, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხმათა 64.56% მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ კალანდარიშვილმა- 35.44%; ხობში- ”ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა კაკულია ხმების 100% მიიღო. ზუგდიდში ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა თეონა ქარდავამ ხმათა 1.28%, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ- 49.76%; ”ქართული ოცნებიდან” ამირან ლაგვილავამ კი, 48.96% მიიღო.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)