04:50 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 10:35:25, 882 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიის არქივმა ზუგდიდში წიგნის და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია გამართა

შსს-ს აკადემიის პროექტის ფარგლებში - „აღადგინე ისტორია შსს-ს არქივთან ერთად“, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში პრეზენტაცია გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  შსს-ს არქივის მიერ გამოცემული წიგნი ,,არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“, ასევე, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და „ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.

ნაწარმოები „არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“ ეფუძნება გასულ საუკუნეში ზუგდიდთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ საარქივო დოკუმენტაციას.

კერძოდ, წიგნში ასახულია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები. კრებულში თავმოყრილია აქამდე გასაიდუმლოებული მასალები, რომლებიც სამეგრელოს მოსახლეობას მათი კუთხის შესახებ დაუმახინჯებელ, ფაქტობრივ ისტორიულ მონაცემებს აწვდის.

პრეზენტაციას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics