|
2016-05-21 10:43:56, 987 ნახვა
სამართალი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა. წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ სადაც ამისი საჭიროება იქნება, მანამ სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ. აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)