|
2016-05-20 13:25:05, 1397 ნახვა
საზოგადოება
მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა
ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიმერ ლუარსაბიშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ომარ ბეგოიძე დაესწრნენ. რუსეთის ხელისუფლების მიერ, ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის ქართველი ოფიცრების დახვრეტიდან 93 წელი გავიდა. ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკის ტერიტორიაზე 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა. „IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მონაცემებზე დაყრდნობით, მოიძია რეპრესირებული სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და თბილისის მერიას წინადადებით მიმართა, რომ სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად მომხდარიყო დადგენილ მისამართებზე მემორიალური დაფების განთავსება. თბილისის მერიამ გაიზიარა IDFI-ს ინიციატივა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით მემორიალური დაფები შემდეგ მისამართებზე განათავსა: დავით აღმაშენებლის გამზირი, #117 (სადაც ცხოვრობდა გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე); ჭონქაძის #12 (სადაც ცხოვრობდა პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი); დავით თორაძის ჩიხი #3 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი); ჯავახიშვილის #33 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი); მ. ლაღიძის ქ. #7 (სადაც ცხოვრობდა იასონ მათეს ძე კერესელიძე); ჭოველიძის ქ. #39 (სადაც ცხოვრობდა ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე); გ. ლორთქიფანიძის #6 (სადაც ცხოვრობდა დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი). აღსანიშნავია, რომ მემორიალური დაფები უკვე განთავსებული იყო სამი ქართველი სამხედროს საცხოვრებელ მისამართებზე, კერძოდ, გენერალ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის საცხოვრებელ მისამართზე (ლ. ასათიანის ქ. #46); პოლკოვნიკ როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილის საცხოვრებელ მისამართი (კოჯრის ქ. #4) და პოლკოვნიკ ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილის საცხოვრებელ მისამართი (ძმები კაკაბაძეების #15). რაც შეეხება დანარჩენ 5 მემორიალურ დაფას, ამ ეტაპზე ინსტიტუტი ოფიცრების საცხოვრებელი ადგილების დადგენაზე მუშაობს“, - აცხადებენ მერიაში. ღონისძიება თბილისის მერიის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გაიმართა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)