22:49 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 11:36:46, 765 ნახვა

საზოგადოება
„რკინიგზა“ საქართველოში ახალი ორსართულიანი მატარებლების შემოსვლას 17 ივლისს ელოდება

ზაფხულისთვის მგზავრებს „საქართველოს რკინიგზის“ ოთხი ერთეული ახალი მატარებელი მოემსახურება, - ასე უპასუხა საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორამ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მზადაა „საქართველოს რკინიგზა“ ზაფხულისთვის, ვინაიდან, საქართველოში წელს ბევრ ტურისტს ელოდებიან.

ბახტაძის განმარტებით, მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება.

„ზაფხულისთვის თქვენი იცით, რომ სიუპრიზი მოვუმზადეთ ჩვენს მგზავრებს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, მათ უფლება მოგვცეს, შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლის შემოსვლას ველოდებით 17 ივლისს და შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ის დადგება მიმართულებაზე თბილისიდან ბათუმისკენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

როგორც ცნობილია, " საქართველოს რკინიგზა" ახალ მატარებლებს ეტაპობრივად შემოიყვანს. ორ მატარებელს ივლისში, ორს კი- წლის ბოლოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics