|
2016-05-16 15:28:49, 612 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს ივანიშვილის უსიტყვო შემსრულებლები შოთაძე და მურუსიძე აკონტროლებენ
„ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. მისივე შეფასებით, ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს. „დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა შვიდი წელი ციხეში. დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბობოქრობს. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორის ვინაობა. ის ახლა ბიძინა ივანიშვილია. ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვიტავთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლი ვიქნებით. როცა სამათლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული რასაც შეიძლება მოქალაქე ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება ადამიანების ყოფას აზრი მისცეს. მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს. და ბოლოს, ადამიანები რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას რომლის გაფლანგვაშიც ბრალს სდებენ. ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტებს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც არ არის ვინც ამას შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. პოლიტიკოსის თქმით, უდანაშაულო ადამიანების ციხიდან დასახსნელად ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებენ. მათ შორის ქუჩის აქციებსაც. ალასანიას განცხადებით, პირველი გამაფრთხილებელი აქცია 21 მაისს გაიმართება. „ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში. ასევე, დღეს მინდა გაცნობოთ, რომ შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე გავმართავთ საპროტესტო აქციას საქართველოს პროკურატურათან. ეს იქნება პირველი აქცია. როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა _ თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება! მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ! ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა. დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)