|
2016-05-13 11:46:29, 522 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ აშშ-ში შეხვედრები გამართა
11-12 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ 11 მაისს, შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან-რენდი ვებერთან და სტივ ჩაბოსთან. შეხვედრებზე მიმდინარე წლის 7-8 ივნისს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის სათანადოდ ასახვა საბოლოო დოკუმენტში. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას კონგრესმენებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“ მნიშვნელობა. შეხვედრებზე იმსჯელეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე. თავის მხრივ, კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდამჭერი. კონგრესმენმა სტივ ჩაბომ გამოთქვა მზაობა შეუერთდეს კონგრესში საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფს. დავით ბაქრაძემ 11 მაისს, ასევე, შეხვედრები გამართა მარშალის ფონდის შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის დირექტორთან ალიან ინაიესთან და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტთან ფრენსის ბერველთან. შეხვედრებზე საქართველოს ნატოში ინტერაციის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეხებ ისაუბრეს. მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. შეხვედრებზე, როგორც ატლანტიკურ საბჭოში, ისე მარშალის ფონდში, საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზეც იმჯელეს, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით. 12 მაისს, სახელმწიფო მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომას მელიას შეხვდა. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა განვითარების სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებისა და დახმარების ახალი ინსტრუმენტების შემუშავების თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ, ასევე, 12 მაისს ქ.ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის ფონდისა და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში - „საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული საფუძველი. კონფერენციის სამუშაო სესიაზე: „ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკა, დემოკრატია“ სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და აღნიშნული პროცესის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. კონფერენციის მუშაობაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯით ბრინკი, ასევე, კონგრესის, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევარები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)