|
2016-05-12 13:09:28, 508 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პოლიტიკურ ბაზარზე პაატა ბურჭულაძე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა
დამოუკიდებელი ექსპერტის გიგა ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკურ ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პაატა ბურჭულაძე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თემის კომენტირებისას, ხუხაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამომრჩეველი პრაქტიკულად არსებულ პოლიტიკურ ელიტას უარს ეუბნება და ეძებს სიახლეს. „დიდი ხანია ეს ინფორმაცია ტრიალებდა და ახლა ლოგიკურ ფინალამდე მივიდა ყველაფერი. ასე, რომ პირადად ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. რაც შეეხება ბურჭულაძის გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით საინტერესო გადაწყვეტილებაა. გამომდინარე საქართველოში შექმნილი ვითარებიდან როდესაც ამომრჩეველი პრაქტიკულად არსებულ პოლიტიკურ ელიტას ეუბნება უარს, უნდა არჩევნებზე წასვლა, მაგრამ ვერ აკეთებს არჩევანს და ეძებს რაღაც სიახლეს, რაღაც ახალს. შეიძლება ითქვას, პაატა ბურჭულაძე ამ პოლიტიკურ ბაზარზე ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა“,-განაცხადა ხუხაშვილმა. ექსპერტმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მას ღირსეული პასუხის გასაცემად სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. „თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ პერსპექტივას, პრინციპში პირველ კითხვას მოსწონს თუ არა ის ამომრჩეველს, მან პასუხი გასცა და ამას კვლევებიც აჩვენებს, რომ მოსწონთ. მთავარი კითხვაა შეუძლია თუ არა მას ქვეყნის მართვა? შეუძლია თუ არა მას არსებული პოლიტიკური ელიტის ჩაჩოჩება? ღირსეული პასუხის გასაცემად მას დასჭირდება სერიოზული ძალისხმევა და ეს არ იქნება მისთვის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება. შეიძლება თუ არა ის ნაციონალ ლიდერად ჩამოყალიბებას და აპათიაში მყოფი ამომრჩევლის გააქტიურებას და ალბათ უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)