|
2016-05-11 19:04:01, 1179 ნახვა
საზოგადოება
ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ე.წ. ფასტ ფუდი და ჩვენი ჯანმრთელობა
ე.წ. „ფასტ-ფუდმა“ იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ ლამის ტრადიციული სამზარეულოს მთავარი კონკურენტი გახდა. მისი პოპულარობის ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის დეფიციტია. ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, ფრი, ბეიგელი, პიცა, შაურმა... ეს იმ „ფასტ ფუდების“ მცირე ჩამონათვალია, რომელთა მომხმარებლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება. რამდენად სასარგებლოა ე.წ. ფასტ ფუდი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რამდენად ინფორმირებულია მომხმარებელი ამის შესახებ? დეტალების გარკვევას „ექსპრესნიუსი“ მომხმარებელთან და სპეციალისტებთან შეეცადა. ლულუ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესადმინიტრირებაზე სწავლობს. „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ წლებია ჭარბ წონას ებრძვის. ლულუ წონის მატების სწრაფი კვების ობიექტებზე ნაყიდ პროდუქტს უკავშირებს. ამბობს, რომ გრაფიკიდან გამომდინარე უწევს გარეთ კვება. „არ არის მარტივი უგემრიელეს ბურგერზე უარი თქვა. ყოველდღიურ რეჟიმში ვსტუმრობ „ფასტ-ფუდებს“ რა თქმა უნდა დროის სიმცირიდან გამომდინარე. ვიცი, რომ სერიოზული ზიანი მოაქვს ამ პროდუქტების ყოველდღიურად მიღებას“, - ამბობს ლულუ. ლულუს მსგავსად ბევრ სტუდენტს, არასტუდენტს, თინეიჯერს და მცირეწლოვან ბავშვებს ნახავთ მშობლებით სწრაფი კვების ობიექტებში. დედაქალაქში და ახლა უკვე რეგიონებში სწრაფი კვების არაერთი ობიექტია. რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის სწრაფი კვება და როგორ აისახება ის ჯანმრთელობაზე? „ფასტ-ფუდები“ კონკრეტულ პათოლოგიას ხომ არ იწვევს? როგორ ვიკვებოთ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ? „ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პროფესორს, ენდოკრინოლოგს, ასოცირებულ პროფესორს ქეთევან ასათიანს ესაუბრა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ასათიანმა აღნიშნა, ადამიანის ყოველდღიურ რაციონში თუ სჭარბობს სწრაფი კვების პროდუქცია, ეს ნივთიერებათა ცვლის მოშლის, გასტროენტეროლოგიური ტრაქტის პათოლოგიისა და ჭარბი კილოგრამების განვითარების წინაპირობაა. ექიმის განმარტებით, სწრაფი კვების პროდუქტების სისტემატური, მუდმივი მიღება არასასურველია. რაც შეეხება, სწორ კვებას ექიმის განცხადებით, ოპტიმალურად ითვლება საკვების 4-ჯერადი მიღება 4 საათიანი ინტერვალით, სასურველია, ერთსა და იმავე დროს. საკვების მეშვეობით ჩვენი ორგანიზმი საკმარისი ოდენობით უნდა იღებდეს ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. არა ჭარბად, არამედ საკმარისი ოდენობით და, ასევე სწორი თანაფარდობით. „ოპტიმალურად ითვლება საკვების 4-ჯერადი მიღება 4 საათიანი ინტერვალით, სასურველია, ერთსა და იმავე დროს, ეს, როგორც წესი, რთულად შესასრულებელია. ამასთანავე, საუზმე დღიური რაციონის 25%-ს უნდა შეადგენდეს, სადილი - 35%-ს, სამხარი – 15%-ს და ვახშამი - 25%-ს. ვახშამი სასურველია მივირთვათ დაძინებამდე სულ მცირე 3 საათით ადრე. საკმარისი და არა ჭარბი კალორიების შემცველი რაციონი. მიღებული კალორიის რაოდენობამ უნდა დაფაროს ადამიანის ენერგოდანახარჯი ჯანმრთელობისათვის საზიანოა, როგორც არასაკმარისი, ასევე ჭარბი კალორიების მქონე რაციონი. ორგანიზმი სრულად (თუმცა, არა ჭარბად) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა: შეუცვლელი ამინომჟავები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები, წყალი. ასევე აუცილებელია მათი სწორი თანაფარდობა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ქეთევან ასათიანმა. P.S. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელები უარი თქვით „ფასტ-ფუდებზე“ და თქვენი კვება ნატურალური პროდუქტით დააბალანსეთ. თაკო მაქაცარია
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)