11:52 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:19:57, 579 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. ღრმავდება ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსა და ჩეხეთს შორის.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე,  პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე,  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics