|
2016-05-09 13:57:47, 535 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ქართულ-ამერიკული წვრთნები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული
„ის, რომ რუსეთიდან საფრთხეები მომდინარეობს და ამ საფრთხეებს ყველა ხედავს, არის ფაქტი“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით. როგორც ვიცე სპიკერმა აღნიშნა, არცერთი ქვეყნის მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული ქართულ-ამერიკული წვრთნები. „ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს და სწორედ მას აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებული, ცხადია. ის, რომ დეპუტატი და ყველა ხედავს ამ საფრთხეებს, ეს არის ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს წვრთნები არავის, არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ცხადი და მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს“,-განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის უფლება აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)